პრინცი ჰარი და პრინცესა შარლენი დაესწრნენ რაგბის მატჩს
პრინცმა ჰარიმ ვერ შეძლო დასწრებოდა ღონისძიებას, აი თურმე რატომ ის ამ დროს იმყოფებოდა \'\'ტუიკენის\'\' სტადიონზე, სადაც გუშინ გაიმართა მატჩი რაგბიში ინგლისისა და სამხრეთ აფრიკის გუნდებს შორის.
მატჩის სპეციალური სტუმარი იყო მონაკოს პრინცესა შარლენი. ვაღიარებთ, რომ ყველას გვეგონა, რომ პრინც ჰარის გვერდს დაუმშვენებდა არა პრინცესა შარლენი, არამედ მეგან მარკლი. უფრო ადრე დასავლურ მედიაში გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, თითქოს ჰარი და მეგანი ერთად გამოჩნდებოდნენ, მაგრამ როგორც ჩანს გეგმები შეიცვალა.
შეგახსენებთ, რომ ჰარისა და მეგანის რომანის შესახებ საუბარი დაიწყეს ორი კვირის წინ, ხოლო რამდენიმე დღის წინ პრინცმა დაადასტურა თავისი ურთიერთობა მსახიობთან, თავის ოფიციალურ განცხადებაში.
სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი