თეგებით ძიება
13. 11. 2016 News-ები

თმის ცვენა: მიზეზები, მკურნალობა და პრევენცია

1. ჰორმონალური დარღვევა და ესტროგენის ნაკლებობა.
2. ორსულობის პერიოდი და ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებები, ასევე ქრონიკული დაღლილობა ქალებში.
3. არასწორი კვება, მკაცრი დიეტა, უარი ხორცსა და რძის პროდუქტებზე.
4. ხშირი სტრესი, დაძაბულობა, რაც ხელს უშლის სისხლის მიმოქცევას თმის კანთან.
5. ქრონიკული ან ინფექციური დაავადებები, ორგანიზმის დაქვეითებული იმუნიტეტი.
6. წამლების მიღება, რომელთა გვერდითი ეფექტი არის თმის ცვენა
7. თმის დაზიანება, სოკოვანი დაავადება თავის კანზე
8. ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევა

როგორ შევაჩეროთ თმის ცვენა: მკურნალობა და პროფილაქტიკა
ნათელია, რომ სანამ მკურნალობას დაიწყებთ, უნდა დაადგინოთ თმის ცვენის მიზეზები. სწორედ ამიტომ, სასურველია მიაკითხოთ ექიმს და ჩაიტაროთ დიაგნოსტიკა. ალბათ ექიმი დაგინიშნავთ:

-სოკოვანი ინფექციების მკურნალობა ანტიფუნგალური საშუალებებით
-პრეპარატებს, რომელიც გაზრდის ჰემოგლობინის რაოდენობას და ვიტამინებს.
-ენდოკრინული და ჰორმონალური დარღვევების აღმოფხვრა
-ორგანიზმის იმუნიტეტის გაზრდა

ასევე თმის შესანარჩუნებლად და აღსადგენად სასარგებლოა თმის ცვენისთვის საწინააღმდეგო ვიტამინები. თუმცა ამ შემთხვევაში ნაკლებად გამოგადგებათ ძვირადღირებული შამპუნები და სილამაზის სალონებში სტუმრობა. იმისთვის, რათა თმას დაუბრუნდეს ბრწყინვალება და მოცულობა გაიკეთეთ თმის ნიღბები.

სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა