თეგებით ძიება
06. 12. 2016 News-ები

ჯოლი და პიტი შეთანხმდნენ ბავშვების დროებით მეურვეობაზე

დასავლური მედიის წარმომადგენლებმა შეიტყვეს, რომ ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა მიაღწიეს შეთანხმებას თავიანთი შვილების დროებით მეურვეობაზე. სასამართლო დოკუმენტებში, რომლებიც პრესის ხელში მოხვდა, ნათქვამია, რომ ექვსი შვილი დარჩება დედასთან საცხოვრებლად. ბრედ პიტს მოუწევს ჯგუფური თერაპიის გავლა და ნარკოტიკებზე ანალიზების ჩაბარება. მედოქსი, პაკსი, ზაჰარა, შაილო, ვივიენი და ნოკსი გააგრძელებენ თავიანთ ინდივიდუალურ კონსულტაციებს სპეციალისტთან.

შეთანხმება ბავშვებზე დროებითი მეურვეობის შესახებ შედგა მას შემდეგ, რაც FBI-მ შეწყვიტა გამოძიება ჰოლივუდის მსახიობის წინააღმდეგ. ლოს-ანჯელესის ოჯხისა და ბავშვების დეპარტამენტმა ასევე შეწყვიტა გამოძიება. ბრედ პიტი დაუბრუნდა საქმეებს და დაიწყო საზოგადოებაში გამოჩენა ახალი ფილმის სარეკლამო ტურის ფარგლებში.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ჯოლიმ სასამართლოს მიმართა განქორწინების თხოვნით ის ბავშვებთან ერთად გადავიდა მალიბუში საცხოვრებლად, დღეს კი ის ცხოვრობს ჰიდენ-ჰილსში.

ჯოლი და პიტი შეთანხმდნენ ბავშვების დროებით მეურვეობაზე

ჯოლი და პიტი შეთანხმდნენ ბავშვების დროებით მეურვეობაზე


სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა