თეგებით ძიება
30. 12. 2016 News-ები

საქართველო ნატოს მომავალ სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს - ლევან იზორია

საქართველო ნატოს მომავალ სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ განცხადება, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გააკეთა.

ლევან იზორიას განმარტებით, მომავალი სამიტი სიმბოლური ხასიათის იქნება და ვიწრო ფარგლებში ჩატარდება, რაც მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბებას უკავშირდება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, საქართველოში ამერიკელი სენატორის მაკკეინის ვიზიტთან დაკავშირებითაც ისაუბრა. ლევან იზორიას განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში მაკკეინი კრწანისში, ნატო-საქართველოს ერთობლივი შეფასების ცენტრს ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი და ჯონ მაკკეინი საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ქვეითი და საზღვაო ძალების წარმომადგნელებს შეხვდებიან და ახალ წელს მიულოცავენ.

თავდაცვის მინისტრმა 2008 წელს მაკკეინის მიერ გამოხატულ მხარდაჭერაზეც გაამახვილა ყურადღება და საქართველოში დაგეგმილ მის ვიზიტს მნიშვნელოვანი უწოდა.

rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა