თეგებით ძიება
http://www.facebook.com/video/embed?video_id=1340125392719064
30. 12. 2016 News-ები

ლავროვი პუტინს 35 ამერიკელი დიპლომატის მათი ქვეყნიდან გაძევებას სთავაზობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 35 ამერიკელი დიპლომატის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების ინიციატივით გამოდის.

ობამას ადმინისტრაციის სანქციებზე საპასუხოდ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერ პუტინს 35 ამერიკელი დიპლომატის მათი ქვეყნიდან გაძევებას სთავაზობს.

31 დიპლომატი მოსკოვში შეერთებული შტატების საელჩოში დანარჩენი 4 კი, სანკტპეტერბურგში მდებარე გენერალურ საკონსულოში მუშაობს.

სერგეი ლავროვის განცხადებით, ამერიკელ დიპლომატებს უნდა აეკრძალოთ მოსკოვის გარეუბანში მდებარე აგარაკებით და მოსკოვში არსებული საწყობით სარგებლობა.

რაც შეეხება გავრცელებულ ცნობას, დედაქალაქში უცხოელი დიპლომატების შვილებისთვის განკუთვნილი სკოლის დახურვის შესახებ, ლავროვის უწყებაში არ ადასტურებენ.

შეერთებული შტატები ქვეყნიდან რუსეთის 35 დიპლომატს აძევებს. მათ ქვენის დასატოვებლად 72 საათი აქვთ. მიზეზად კიბერ თავდასხმებთან მათი კავშირი სახელდება. გარდა ამისა, თეთრმა სახლმა სანქციები დაუწესა რუსეთის 4 მოქალაქეს და 5 ორგანიზაციას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა