თეგებით ძიება
30. 12. 2016 News-ები

პინკს და კერი ჰარტს ვაჟი შეეძინათ

თავისი მეორე ორსულობის შესახებ პინკმა განაცხადა ინსტაგრამზე, მხოლოდ 6 კვირის წინ, დღეს კი ორი დღით ადრე ახალ წლამდე ცნობილი გახდა, რომ მომღერალი მეორედ გახდა დედა: ვარსკვლავს და მის მეუღლეს კერი ჰარტს შეეძინათ ვაჟი.

ჯეიმსონ მუნ ჰარტი 12.26.16.

-აცნობა სოციალური ქსელით მომღერალმა თაყვანისმცემლებს და თან გამოაქვეყნა ახალშობილი შვილის ფოტო.

რამდენიმე წუთის შემდეგ პინკის გვერძზე გამოჩნდა კიდევ ერთი ფოტო, ამჯერად აღბეჭდა ჯეიმსონი მამასთან ერთად წარწერით: \'\'მე მიყვარს ჩემი მამიკო\'\'.

პინკმა და პროფესიონალმა მოტო მრბოლერმა კერი ჰარტმა შეხვედრა 2001 წლიდან დაიწყეს. ამ დროის განმავლობაში წყვილი ხან შორდებოდა ერთმანეთს ხან რიგდებოდა. 2010 წლის ბოლოს კი დასავლურმა მედიამ განაცხადა იმის შესახებ, რომ წყვილი ელოდებოდა პატარას. 2011 წლის ივნისში ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ კლინიკაში მომღერალს შეეძინა ქალიშვილი ვილოუ სეიჯ ჰარტი.

პინკს და კერი ჰარტს ვაჟი შეეძინათ

პინკს და კერი ჰარტს ვაჟი შეეძინათ

პინკს და კერი ჰარტს ვაჟი შეეძინათ


სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა