თეგებით ძიება
http://www.facebook.com/video/embed?video_id=1341888669209403
01. 01. 2017 News-ები

გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებას ახალი წელი მიულოცა

„მე მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენს ხალხს აქვს განსაკუთრებული თვისება გამოიყენოს თითოეული ასეთი შესაძლებლობა, რათა თავისივე ხელით, რეალობად აქციოს საკუთარი ოცნებები და მიზნები. ამ შესაძლებლობების გამოყენებით კი, ჩვენ ერთად ვიქნებით უფრო ძლიერები ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მშობლებისათვის და მოხუცებისათვის, ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისთვის, ჩვენი ემიგრანტებისათვის, ჩვენი ძალიან საამაყო ჯარისკაცებისთვის. ჩვენ ერთად შევძლებთ, რაც შეიძლება სწრაფად გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შევქმნათ და მეტი წელგამართული ოჯახი გვყავდეს. მე ზუსტად ვიცი, რომ დადგება დღე, როცა ვიტყვით - „ჩვენ ეს ერთად შევძელით“ და ერთმანეთისთვის წარმატების უამრავი ისტორია გვექნება მოსაყოლი.

დიახ, ახალი წელი არ გვცვლის ჩვენ - ჩვენ ერთად შევძლებთ შევქმნათ განვითარების, შედეგების, განსაკუთრებული წარმატებების ახალი წელი. გილოცავთ 2017 წლის დადგომას. უფალი გფარავდეთ თქვენ, თქვენს ოჯახებს და მთელ საქართველოს!“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა