თეგებით ძიება
08. 01. 2017 News-ები

ნიკა გვარამიაზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით რატი გაჩეჩილძე დააკავეს

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორზე, ნიკა გვარამიაზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ რატი გაჩეჩილძე დააკავა, ამის შესახებ განცხადებას, სამინისტრო ოფიციალურ ვებ გვერდზე ავრცელებს

"შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული რ.გ. ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 იანვარს თბილისში, რესტორან „დაინინგ რუმში“ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა 1976 წელს დაბადებულ ნ. გ.-ს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს." ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

მუხლი, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს, სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა