თეგებით ძიება
http://www.facebook.com/video/embed?video_id=1348731051858498
08. 01. 2017 News-ები

ვარკეთილში, სუხიშვილის 12 ნომერთან მაცხოვრებლებმა მშენებლობა გააპროტესტეს

ხმაური იყო დღეს ვარკეთილში, სუხიშვილის 12 ნომერთან - ადგილობრივი მოსახლეობა ინვესტორს შეთანხმების დარღვევასა და მშენებლობის განახლებაში ადანაშაულებდა.

მათი თქმით, ინვესტორმა ბოლო შეთანმხება ალტერნატიული ფართზე გადასვლის შესახებ დაარღვია და მშენებლობა დღეს განაახლა.

სუხიშვილის მცხოვრებლებმა მძიმე ტექნიკას მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა არ მისცეს და ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

სიტყვიერი დაპირისპირება მუნიციპალიტეტის თანამშრომლებსა და ვარკეთილის მცხოვრებლებს შორის მოხდა. ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში დაწყებული მშენებლობა დღეს უკვე მეხუთედ, ადგილობრივების პროტესტმა შეაჩერა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა