თეგებით ძიება
09. 01. 2017 News-ები

როგორ ვაპროგრამებთ საკუთარ თავს მარტოობისთვის

1. \'\'მე არ ვარ სიყვარულის ღირსი\'\'
თუ თქვენ მიხვალთ ნებისმიერ გოგონასთან და კითხავთ იმსახურებს ის თუ არა სიყვარულს, ის შეიძლება ცოტა გაბრაზდეს და გიპასუხოთ \'\'დიახ, მე ვიმსახურებ\'\'.
თქვით პატიოსნად: როდესაც პირველად შეხვდით პარტნიორს თქვენ ისეთი რამ ხომ არ გაგიკეთებიათ, რომ ის გესიამოვნებინათ, მაგრამ სინამდვილეში ამას არასდროს გააკეთებდით?
ასეთი ქცევა იმას ნიშნავს, რომ გოგონა დარწმუნებული არ არის თავის ქცევაში. მამაკაცს კი თქვენი ქცევა ნამდვილი, ჭეშმარიტი ჰგონია. თუ თქვენ არ გჯერათ, რომ თქვენი შეყვარება შეუძლიათ ისეთი როგორიც ხართ, მაშინ ეს ვინღა უნდა დაიჯეროს?
ისწავლეთ საკუთარი თავის წარმოდგენა ჯილდოდ! არ შეგეშინდეთ იმ ბიჭის დაკარგვა, რომელსაც მოსწონდით, დაე წავიდეს და შემდეგ მთელი ცხოვრება ინანოს ამ დანაკარგზე!

2. ბოლო წლების მწარე გამოცდილება
პირველი სიყვარული შესანიშნავია! ეს ყველამ იცის. და თუ გოგონა პირველი სიყვარულის შემდეგ განიცდის ტკივილს, მეორე ნახევრის ღალატის გამო მან შესაძლოა კიდევ ასეთი ადამიანი აირჩიოს თანამგზავრად.
გააფართოვეთ თქვენი ძიების არეალი! გახსოვდეთ, რომ სიყვარული ყოველთვის დაუყოვნებლივ არ მოდის. გაამჟღავნეთ თქვენი მწარე წარსული, ეს შესანიშნავი საშუალებაა ყველაფრის თავიდან დასაწყებად.

3. მიეცით თავისუფლება
მაშინაც კი თუ თქვენ მგზნებარე სიყვარული გაქვთ, მამაკაცს მაინც დაუტოვეთ პირადი ტერიტორია. ეს შეი ძლება იყოს თევზაობა, ბილიარდი, პოკერი. მამაკაცს, რომელსაც ძლიერად იჭერენ, იმას ნიშავს, რომ ქალი მარტოობისგან დაღლილია. ისინი კი, როდესაც ამას გრძნობენ ქალისგან გარბიან.

4. მეგობრული ურთიერთობის შექმნის უუნარობა თქვენ საყვარელ ადამიანთან
მარტოობის ხშირი გვერდითი ეფექტები: გაუზიაროთ სიხარული და უბედურება. გრძნობთ, რომ იპოვეთ მეორე ნახევარი, რომელთანაც შეგიძლიათ იცხოვროთ მთელი ცხოვრება? ეცადეთ ააგოთ სულიერი ხიდი. გაუზიარეთ მას თქვენი აზრები წაკითხული წიგნის ან ნანახი ფილმის შესახებ.
სხვათა შორის, ძლიერი სულიერი კავშირი ეს არის ის, რაც მამაკაცს უფლებას არ აძლევს, რომ გიღალატოთ.

5. ჩვევა დაეყრდნოთ მხოლოდ საკუთარ ძალებს
მარტოხელა ცხოვრება გოგონას ასწავლის, რომ არჩევნის გაკეთება მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. და პასუხისმგებლობაც საკუთარ არჩევანზე თვითონ აკისრია. მამაკაცმა თავი უნდა იგრძნოს ძლიერად.
მიეცით მამაკაცს უფლება იყოს კაცი! ეს ხომ ასე სასიამოვნოა მოიხსნათ მძიმე ტვირთი მხრებიდან.

სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა