თეგებით ძიება

გადამწყვეტი არჩევნებია, გადაუჭარბებლად - დგას ყოფნა-არყოფნის საკითხი ფიზიკურ პლანშიც და სულიერ პლანშიც - სოზარ სუბარი

„ხალხის ძალის“ ლიდერმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა სოზარ სუბარმა „დღის ქრონიკაში“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დგას ყოფნა-არყოფნის საკითხი როგორც ფიზიკურ, ისე სულიერ პლანში.

„გადამწყვეტი არჩევნებია საქართველოსთვის, გადაუჭარბებლად - დგას ყოფნა-არყოფნის საკითხი ფიზიკურ პლანშიც და სულიერ პლანშიც. ერთ მხარეს დგას მშვიდობა, ქვეყნის განვითარება, ეკონომიკის ზრდა, მეორე მხარეს არის ომი, უბედურება, განადგურება, ის, რასაც ჩვენ ვხედავთ დღეს აღმოსავლეთ უკრაინაში. ზუსტად იგივეს ამზადებენ ოპოზიციური პარტიები და მფლობელები, უცხოელი პატრონები საქართველოსთვის. ამაზე მკაფიო არჩევანი არ არსებობს.

ერთ მხარეს ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენთვის უმთავრესი საფიცარი, საზრუნავი არის ჩვენი სამშობლო, ჩვენი საქართველო თავისი 3000-წლოვანი სახელმწიფოებრიობის ისტორიით, ბევრად უფრო ძველი ისტორიით, როდესაც 8000 წლის წინ პირველი ღვინო დაიწურა საქართველოში და ეს უწყვეტი კულტურული განვითარება მოდის, ჩვენი 2000-წლოვანი ქრისტიანობით, ჩვენი 1700-წლოვანი ნინოს ჯვრით. მეორე მხარეს არის უჩა აბაშიძე და მისი კლანი, ყოველგვარი მორალისგან დაცლილი საზოგადოება, ადამიანები, რომლებიც უჩა აბაშიძის მაგალითზე, აქირავებდნენ საკუთარ ოჯახის წევრს, ცოლს, მერე ამ ადამიანებს წერდნენ ჩუმად და ააშანტაჟებდნენ. მთელი ეს ოპოზიციური სპექტრი თავისი „ენჯეოებიანად“ გამოსული იყო ქუჩაში და ითხოვდნენ, რომ უჩა აბაშიძე არ უნდა ყოფილიყო დაპატიმრებული იმიტომ, რომ თურმე, ის იყო სინდისის პატიმარი. ეს არის მათი სინდისიც და უსინდისობის მწვერვალიც.

აქ გადის ზღვარი და არანაკლებ მნიშვნელოვანია ეს მეორე მხარე ვიდრე პირველი, იმიტომ, რომ რა თქმა უნდა, მშვიდობა აუცილებელია. თუ მშვიდობა არ იქნება, ქვეყნის შენარჩუნება და სიცოცხლის შენარჩუნება პრობლემაა, მაგრამ რა აზრი აქვს იმ მშვიდობას, თუა ასეთ უჩა აბაშიძეებად აქციეს მთელი ქვეყანა, რაც მათ აქვთ განზრახული. ეს არ მოხდება, ამას წერტილს დაუსვამს 26 ოქტომბერს ხალხი. ხვალ საღამოს გვეცოდინება ყველას, რომ ქართველმა ხალხმა უმკაცრესი პასუხი გასცა ქვეყნის მტრებს”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა