თეგებით ძიება
12. 01. 2017 News-ები

რევაზ ჩელებაძე: არაა გამორიცხული, კვირკველია "რუბინში" დარჩეს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" მცველმა საბა კვირკველიამ, შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კლუბი არ გამოცვალოს. ამის შესახებ რუსულ "სპორტ ექსპრესს" ფეხბურთელის აგენტმა რევაზ ჩელებაძემ განუცხადა.

- კვირკველია სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას "რუბინში" იწყებს. კლუბს მისი გაშვება არ სურს.

- სხვა კლუბებიდან აქვს შემოთავაზებები?
- კი, მაგრამ მე ჯერ არავინ დამკავშირებია.

- ანუ, შესაძლოა, კვირკველია "რუბინში" დარჩეს?
- არაა გამორიცხული. ამ კლუბმა აქცია საბა იმ ფეხბურთელად, ვინც დღესაა და ვისზეც ყველა საუბრობს. დარწმუნებული ვარ, რომ ის "რუბინს" გამოადგება, საბა ძლიერი მცველია.

"რუბინი" შესანიშნავი გუნდია და თუ კვირკველია კლუბში დარჩა, ის გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად იქცევა.
წყარო: sportall.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა