თეგებით ძიება
13. 01. 2017 News-ები

14 წლის ქართველი ჩემპიონი, რომელიც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს

ეს ბიჭი 14 წლის აიდონის ბადიროვია, რომელიც 17 ჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი ჭიდაობაში, ახალგაზრდა ჩემპიონის ოჯახი უკიდურეს სიღარიბეშია, ოჯახი შიმშილობს და არ გააჩნია არანაირი შემოსავალი, ოჯახში მხოლოდ მედლებია,რომელიც ბიჭმა საქართველოს სახელით მოიგო და უამრავი მშიერი ადამიანი, აიდონს ქუჩაში ლიმნის გაყიდვა უწევს, რომ ოჯახი როგორმე არჩინოს....
მის ისტორიას ბასა ჯანიკაშვილი ჰყვება და ბიჭისთვის დახმარებას ითხოვს.
„წუხელ ვიყავი ამათთან ჩასული ეს ბიჭი აიდონის ბადიროვია, 14 წლის ბიჭი რომელიც 17 ჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი ჭიდაობაში. ცხოვრობს დედასთან, მამასთან და სამ პატარა დასთან ერთად დაქცეულ სახლში, რომელშიც ქირას - ას ლარს იხდიან.
ყოველ დილას ფეხით ხუთ კილომეტრს გადის რომ სოფელ ველიდან აფრიკაში, ავტობუსამდე ჩამოაღწიოს,იქიდან ვაგზალზე მიდის და საღამომდე ლიმონს ჰყიდის. საღამოს ვარჯიშობს და ისევ იმ გზას გადის უკან. რაც პირველი მთხოვა, ქართული პასპორტია, უნდა რომ ჩვენი მოქალაქე იყოს.
გუშინ ჩავუტანე საჭმელი, ერთი თვე მაინც ეყოფათ, მაგრამ ბიჭს სჭირდება სპორტული ტანსაცმელი და აღჭურვილობა. მამას ნებისმიერი სამსახური, სახლს ყველაფერი თვეში ორჯერ ფული არ შემიგროვებია, მაგრამ ბიჭს ახლა სჭირდება მხარდაჭერა, ოქროსავით ბიჭია ახლა გურჯაანში მივდივარ, ჩამოვალ და მაშინვე ისევ ვნახავ.“
ანგარიშის ნომერი: თიბისი ბანკი
GE90TB7603845061100016
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისი ფეიში მოძებნეთ "ქველმოქმედება" და შემდეგ პირველივეა "ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს"
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით.

14 წლის ქართველი ჩემპიონი, რომელიც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს


14 წლის ქართველი ჩემპიონი, რომელიც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს



სპეციალურად: GOGAGGG.TV-ისთვის


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა