თეგებით ძიება
14. 01. 2017 News-ები

წარუმატებელი პაემანის 5 დადებითი მხარეები

1. შენ მიიღე გამოცდილება. პაემანზე წასვლა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო უნარი. დიახ, ნამდვილად რთულია აკონტროლოთ გრძნობები, ნერვიულობა, ამასთან ერთად ისაუბროთ მასთან რაიმე საინტერესო თემაზე. როგორც ყველა სხვა ეს უნარიც ქრება თუ არ გამოიყენებთ. ნებისმიერი პაემანი თუნდაც ის წარუმატებელი იყოს გძენთ გამოცდილებას და ყოველ ჯერზე უფრო ნაკლებად ნერვიულობთ და ყველაფერი მშვენივრად მიმდინარეობს.

2. თქვენ გგონიათ, რომ ეს ის არ არის ვისაც ელოდით. ამ შემთხვევაში შეხვდით იმ ადამიანს, რომელიც საერთოდ არ შეგეფერებათ. ალბათ გყავთ თაყვანისმცემელი, რომელსაც ყურადღებას საერთოდ არ აქცევთ, მიეცით მას შანსი. და ნებისმიერ შემთხვევაში შეხედეთ საკუთარ თავს, იქნებ პრობლემა თქვენშია?

3. თქვენ უკეთესად გაიცანით საკუთარი თავი და მიხვდით რა გსურთ ურთიერთობისგან. ცუდი პაემანი გეხმარებათ თქვენ როგორი მამაკაცი ნამდვილად არ გინდათ იხილოთ თქვენს გვერდით. რა თქმა უნდა, იდეალური ადამიანები არ არსებობენ. თქვენ ხვდებით რა თვისებები იმდენად არ გაღიზიანებთ მამაკაცებში.

4. თქვენ თავდაჯერებული გახდით. რაც უფრო მეტი მამაკაცი ინტერესდება თქვენით, მით უფრო სასურველად გრძნობთ თავს. ეს წესი ვრცელდება ცუდ პაემანზეც. სინამდვილეში პაემნების 90% გვეხმარება გავუმკლავდეთ საკუთარ ღელვას.

5. თქვენ ამის შესახებ მეგობრებს მოუყვებით. ჩვენი მეხსიერება არჩევს სუკეთესო მომენტებს და ცუდს ივიწყებს. როდესაც იცვამთ ლამაზ კაბას, არ გახსოვთ თუ რამე ცუდი ხდება ამ დღეს.


სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა