თეგებით ძიება
13. 01. 2017 News-ები

ნიკა კაჭარავა: ფულადი პრიზი საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ეთნიკოსის" ფორვარდ ნიკა კაჭარავას კვიპროსის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის, Carlsberg-ის ჯილდო გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ კაჭარავა კვიპროსის ჩემპიონატის დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად კვიპროსელმა ჟურნალისტებმა აირჩიეს. ნიკამ დეკემბერში ჯერ იყო და "არისთან" გაიფორმა დუბლი, "შემდეგ" კი "ზაკაკიუსსაც" ორი გოლი გაუტანა. ბოლოს კი, კაჭარავამ "აელთან" გოლის გატანასთან ერთად საგოლე გადაცემაც მიითვალა.

- კვიპროსელმა ჟურნალისტებმა ნიკა კაჭარავა დეკემბრის საუკეთესო ფეხბურთელად აირჩიეს

"ჩემთვის დიდი პატივია Carlsberg-ის ჯილდოს მიღება თვის საუკეთესო ფეხბურთელისთვის (2016 წლის დეკემბერი). ფულადი პრიზი გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდში (ლარნაკის ბავშვთა თავშესაფარი და მოზარდთა საერთო საცხოვრებელი). დიდი მადლობა!", - წერს კაჭარავა სოციალურ ქსელში.
წყარო: sportall.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა