თეგებით ძიება
http://www.facebook.com/video/embed?video_id=1354132071318396
14. 01. 2017 News-ები

ივანიშვილის ხე ზღვის პირას მიიტანეს

მაგნოლია ზღვის პირას მიიტანეს და შეკვეთილისკენ საზღვაო მოგზაურობის დასაწყებად ხე ახლა უკვე შესაბამის ამინდს ელოდება. მანამდე კი ასწლოვანი მცენარით დატვირთულმა მანქანამ კილომეტრიანი გზის გავლას 20 წუთი მოანდომა. ამ დროის განავლობაში მოძრაობა შეფერხდა ბათუმი-ქობულეთის გზაზე. ბობოყვათის მონაკვეთზე ერთ კილომეტრიანი საცობი შეიქმნა. ციხისძირის მაგისტრალის მთელ სიგრძეზე კი ევკალიპტის ასწლოვან ხეებს ტოტები მოაჭრეს. ადგილობრივების განცხადებით, მიზეზი მაგნოლიის შეუფერხებელი ტრანსპორტირება იყო. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ხის გადატანასთან გადაბელვის კავშირს უარყოფს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა