თეგებით ძიება
23. 01. 2017 News-ები

იტალიაში ქართველი მამაკაცი მოკლული იპოვეს

იტალიაში 45 წლის ქართველი მოკლული იპოვეს. ინფორმაციას bari.repubblica.it ავრცელებს და წერს, რომ ცხედარი ქალაქის ცენტრალურ პარკში, სკამზე აღმოაჩინეს. გარდაცვლილს ბეჭის არეში ჭრილობა აღენიშნება, რომელიც ცეცხლსასროლი ან ბასრი იარაღით არის მიყენებული.

ერთ-ერთი ვერსიით ადგილზე იმყოფებოდა ქართველების ჯგუფი, მათ შორის მოხდა შელაპარაკება, რასაც მოჰყვა მკვლელობა.

ადგილობრივი სამართალდამცველების თქმით სამხილები იმაზეც მიუთითებს, რომ მკვლელობა სხვაგან მოხდა და ცხედარი ცენტრალურ მოედანზე დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიტანეს.

რუსთავი 2-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია აქვთ და მოლაპარაკებები ცხედრის გადმოსვენების შესახებ მას შემდეგ დაიწყება, რაც ოჯახი საკონსულოს ოფიციალურად მიმართავს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა