თეგებით ძიება
23. 01. 2017 News-ები

ვანო მერაბიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის თანამდებობას ტოვებს

ვანო მერაბიშვილი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის თანამდებობას ტოვებს. განცხადება ამის შესახებ ნიკა მელიამ ცოტა ხნის წინ გააკეთა, რომელიც ე.წ. მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილს ორსაათნახევრის განმავლობაში ესაუბრებოდა.

შეხვედრიდან გამოსული მელია არ აკონკრეტებს დატოვებს თუ არა მერაბიშვილი პარტია ნაციონალურ მოძრაობას. მისი თქმით, პოლიტიკურ განცხადებას მერაბიშვილი მას შემდეგ გააკეთებს, რაც სტრასბურგის სასამართლო მის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, ეს უკანასკნელი კი მარტში გახდება ცნობილი.

rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა