თეგებით ძიება
23. 01. 2017 News-ები

პროკურატურის განცხადებით ქართველი სამხედროს საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს

პროკურატურის განცხადებით, გიორგი ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურისთვის არ მოუმართავს არცერთი უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს და საქართველოს პროკურატურის მხრიდანაც მოცემულ საკითხთან დაკავშირებით არ განხორციელებულა რაიმე სახის კომუნიკაცია საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან.

უწყების ცნობით, აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა არ ფლობს რაიმე სახის ინფორმაციას.

ქართველი ჯარისკაცი, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, დღეს რუსეთის მოთხოვნით დაკავებულია და ციხეში ზის. გია ცერცვაძე ერთი კვირის წინ უკრაინაში აიყვანეს.

rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა