თეგებით ძიება
07. 02. 2017 News-ები

ვისაუბრეთ ცერცვაძის საქმეზე, ეს კონფიდენციალური განხილვა იყო - გრიგორი კარასინი

პრაღაში აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დაადასტურა, რომ ზურაბ აბაშიძესთან ქართველი სამხედროს, გია ცერცვაძის, საკითხზე ისაუბრა.

მას ასეთი საკითხების პრაღის ფორმატში განხილვა მართებულად მიაჩნია, რადგან თვლის, რომ ეს საკითხები ჰუმანიტარულ თემას მიაკუთვნება.

„ვისაუბრეთ ცერცვაძის საქმეზე. ეს კონფიდენციალური განხილვა იყო, ამიტომ დეტალებზე არ ვისაუბრებ, თუმცა ამ თემაზე მომავალშიც ვილაპარაკებთ. თუ არსებობს სერიოზული საფუძველი, გადაცემა მოვითხოვთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დავივიწყებთ ჩადენილ დანაშაულებს და იმ ქმედებებს, რომელიც სამართლებრივ დევნას ექვემდებარება. მაგრამ საკითხს საერთაშორისო პრაქტიკისა და არსებული კანონების თანახმად მივუდგებით. უნდა მივეჩვიოთ, რომ მსგავსი საკითხები ცივილიზებულად და წინდახედულად უნდა გადაწყდეს,“ - განაცხადა გრიგორი კარასინმა.

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის, განცხადებით, გია ცერცვაძის საქმე აბაშიძე-კარასინის ფორმატს არ შეესაბამება. მან აღნიშნა, რომ ჟენევის ფორმატის საკითხებს ის გრიგორი კარასინთან არ განიხილავს, თუმცა ხაზი გაუსვა იმ საკითხს, რომ საქართველო თავის მოქალაქეებს სხვა სახელმწიფოებს არ გადასცემს.





ავტორი: თამარ ნუცუბიძე

rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა