თეგებით ძიება
07. 02. 2017 News-ები

თელავიდან დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

თელავიდან დაკარგული 57 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, დავით ხოკერაშვილი ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში, ტურბაზის ტყეში ცოტა ხნის წინ ნახეს და პოლიციას შეატყობინეს.

ხოკერაშვილს პოლიცია, სამაშველო სამსახური და ადგილობრივი მოსახლეობა ორი კვირის განმავლობაში ეძებდა. ის სახლიდან დაკარგული პირუტყვის მოსაძებნად წავიდა და მას შედმეგ მისი კვალი გაუჩინდარდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.





ავტორი: ია გულიაშვილი

rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა