სოსო პავლიაშვილი სკანდალში გაეხვა, რითი აალაპარაკა რუსული მედია?
სოსო პავლიაშვილი რუსეთში, 18 წლით უმცროს ქალთან, ირინასთან ერთად ცხოვრობს, რომლისგანაც 2 ქალიშვილი ყავს, თუმცა მისი ერთადერთი კანონიერი ცოლი ქართველია,რუსულ შოუში „პუსტ გავარიატ“ სოსოს ოჯახს მთელი გადაცემა მიუძღვნეს. „90-იან წლებში საქართველოში რთული დრო იყო, როდესაც სოსო მოსკოვში წავიდა ფულის საშოვნელად მეც შემომთავაზა წასვლა, მაგრამ მე აქ დედას ვუვლიდი და წასვლა ვერ მოვახერხე. ცალკე გატარებულმა წლებმა მე და სოსო ერთმანეთისთვის უცხო ადამიანებად გვაქცია. დაშორების მიზეზი სწორედ ეს გახლდათ. თუმცა სოსო ჩემგან კაცურად წავიდა და მატერიალურად დღემდე მეხმარება. არის მომენტები, როდესაც მე სოსო მენატრება, რადგან ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები სოსოსთან ერთად გავატარე“ - განაცხადა ნინომ რუსული შოუსთვის მიცემულ ინტერვიუში
რაც შეეხება სოსო პავლიაშვილის ახლანდელ, არაოფიციალურ ცოლს ირინას, მან სოსო 16 წლის ასაკში გაიცნო, 4 წლიანი მეგობრობის შემდეგ მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და მართალია არაოფიციალურად მაგრამ მაინც ბედნიერად ცხოვრობენ.
„შტამპი პასპორტში ბედნიერებას არ ნიშნავს. შეიძლება ოფიციალურად დაქორწინებული იყო, მაგრამ ბედნიერებას ვერ გრძნობდე. ასე უფრო მეტადაც მომწონს, რადგან როდესაც ქორწინება დაუკანონებელია წყვილი გამუდმებით მიისწრაფის ერთმანეთისკენ და ერთმანეთის დაკარგვის შიში აქვთ.“ - განაცხადა ანდრეი მალახოვის სტუდიაში სტუმრობისას ირინამ.
სპეციალურად: GOGAGGG.TV-ისთვის