რუსეთთან დიალოგი საქართველოს ევროინტეგრაციის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია - ზურაბ აბაშიძე
რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე, ამბობს, რომ ვიზალიბერალიზაციისა და ევროინტეგრაციის გზაზე რუსეთთან დიალოგი ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია.
„ის, რომ რუსეთთან დიალოგი არის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი ჩვენი ევროპული პროექტის წარმატებით განხორციელებისა, ეს არის არა მარტო ჩემი აზრი, ეს არის ჩვენი ევროპელი კოლეგების მოსაზრებაც,“ - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.
ის უკრაინის მაგალითს იხსენებს და ამბობს, რომ ვიზების მიღების გამარტივებული პროცესის მიღების შემდეგ უკრაინაში კონფლიქტი წარმოიშვა, საქართველომ კი ვიზალიბერალიზაციის საკითხა უფრო სწრაფად და უმტკივნეულოდ გაიარა.
შეხვედრის შემდეგ გრიგორი კარასინმა თიბილოვის ინიციატივაზე ოკუპირებული რეგიონებისთვის სახელის დარქმევის თაობაზე, კომენტარი არ გააკეთა. მან აღნიშნა, რომ რუსეთი საქართველოს ნატოსთან დაახლოებას კვლავ ეწინააღმდეგება.