თეგებით ძიება
07. 02. 2017 News-ები

საქართველოში ორი ახალგაზრდა იძებნება... - "გთხოვთ დამეხმარეთ უნდა ვიპოვო..."

სოც.ქსელის მომხმარებელი სოციალურ ქსელში წერს:

" დედაჩემს 65 წლის არის, მაღალი წნევები აწუხებს , ზოგჯერ გული ისე მოულოდნელად აუჩქარდება, ფერს დაკარგავს და ძალა მთლიანად ერთმევა. ექიმმა დაუნიშნა ფეხით იარე როგორც შეძლებო, დედაჩემიც თავს ძალას ატანს და გარეთ გაისეირნებს ხოლმე. სულ ვეუბნები უჩემოდ არ გახვიდეთქო მაგრამ ჯიუტია, გუშინ სამსახურში ვიყავი, დაახლოებით 13:00 საათი იყო, დედა გარეთ გასულა, როგორც თვითონ ამბობს თბილისში სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ცუდად გამხდარე, უნივერსიტეტის ეზოდან ახალგაზრდა გოგო და ბიჭი გამოსულა, სავარაუდოდ სამედიცინოს სტუდენტები, როგორც ჩანს დაინახეს რომ დედას რაღაც რიგზე ვერ ქონდა და უჭირდა, მივიდნენ და დახმარება შესთავაზეს, როგორც დედაჩემი მანანა, ამბობს რომ მარტო ის ახსოვს რომ ვუთხარი, რაღაც კარგად ვერ ვარო და გონზე საავადმყოფოში მოვიდა.

სამსახურში ვიყავი, როცა დედაჩემის ტელეფონიდან ზარი შემოვიდა, ვუპასხე და ახალგაზრდა ბიჭმა მითხრა დამშვიდდით ქალბატონო დედათქვენი ამადაამ საავადმყოფოშია, არ ინერვიულოთ უკვე ყველაფერი კარგად აქვსო, თავქუდმოგლეჯილი გავვარდი, ვიფიქრე ექიმმა ან ექთანმა დამირეკა დედას ნომრიდანთქო. როგორც აღმოჩნდა შემდეგ ახალგაზრდებს სასწრაფო დახმარების მანქანა გამოუძახებიათ და დედას გვერდიდან არ მოსცილდნენ სანამ არ დარწმუნდნენ რომ კარგად იყო. როგორც რეგისტრატურაში მითხრეს გოგონა დედაჩემის ამბავს ისე განიცდიდა თავიდან შვილიშვილი გვეგონაო. სამწუხაროდ როცა მე კლინიკაში მივედი დედაჩემის გადამრჩენელი ახალგაზრდები იქ აღარ დამხვდნენ, სავარაუდოდ ბიჭს დათო ქვია, გოგონას სალომე, გთხოვთ გამომიქვეყნეთ ეს წერილი, გავავრცელოთ როგორმე რომ ხმა მივაწვდინო ახალგაზრდებს, რომლებმაც დედაჩემს თავიდან აჩუქეს სიცოცხლე და სანაცვლოდ მადლობაც ვერ გადავუხადე!
ეხლაც ამ წერილს ვწერ და ნერვიულობისგან მთელი სხეული მიკანკალებს, ეს ახალგაზრდები რომ იქ არ აღმოჩენილიყვნენ, არავინ იცის დედას რა დაემართებოდა.

დედა როგორც ამბობს, ამ გოგონას და ბიჭის სახე არასდროს დაავიწყდება და სადმე თუ შეხვდა აუცილებლად იცნობს, მაგრამ მე მინდა რაც შეიძლება მალე ვიპოვო, მეც და დედასაც ანგელოზებივით მოგვევლინენ, მინდა უბრალოდ გავიცნო და მადლობა გადავუხადო მათაც და მათ მშლობლებსაც რომ ასეთი კარგი ადამიანები არიან.
თუ ეს ისტორია გეცნოთ. გთხოვთ დამიკაშირდით ნომერზე-555 392 267, ნინო."

სპეციალურად: GOGAGGG.TV-ისთვის


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა