თეგებით ძიება
07. 02. 2017 News-ები

7 წვენი ორგანიზმის გასაწმენდად და ცხიმის დასაწვავად

1. წვენი პომინდორისა და კიტრისგან. ეს არის პოპულარული ცხიმის წვის ფორმულა. შეურიეთ 1 პომინდორს 1-2 კიტრი ბლენდერში, სურვილის მიხედვით შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტა მარილი, ან კიდევ შავი წიწაკა. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ 1 ჩაის კოვზი თაფლი.

2. ისპანახი და ვაშლის წვენი. ისპანახი არის Е ვიტამინით მდიდარი პროდუქტი, ასევე შეიცავს ფოლიუმის მჟავას და რკინას. იმისთვის, რათა მოამზადოთ ეს ჯანსაღი წვენი დაჭერით ვაშლი კუბებად და დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ისპანახი. შეურიეთ ეს ინგრედიენტები ბლენდერში. ჩაასხით წვენი ჭიქაში და დაუმატეთ 1-2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. ეს სასმელი ეხმრება სახის კანს ანთებით პროცესებთან ბრძოლაში თუ მას უზმოზე დალევთ 10 დღის განმავლობაში.

3. ბულგარული წიწაკისა და გრეიფურტის წვენი. გრეიფურტი და სხვა ციტრუსები კარგი ინსტრუმენტებია წონის დასაკლებად. იმისთვის, რათა გააკეთოთ ეს გემრიელი წვენი, დაჭერით ინგრედიენტები თანაბარი პროპორციით და მოათავსეთ ბლენდერში 5 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი უფრო ტკბილი გემოსთვის.

4. ბროწეულის, შავი მოცხარისა და ნიახურის წვენი. იმისთვის, რათა გააკეთოთ ეს გემრიელი წვენი, ჩაასხით ბლენდერში ახლად დაწურული ბროწეულის წვენი, დაუმატეთ ცოტა მოცხარი და ერთი ღერო ნიახური. შეურიეთ სანამ ერთიან მასას არ მიიღებთ, ასევე წვენს შეგიძლიათ დაუმატოთ რამდენიემე ფოთოლი პიტნა.

5. სტაფილო, კოჭა და ვაშლი. ეს წვენი შეიცავს საკმარის ლიმონის მჟავას, ამიტომაც შესანიშნავია წონის დასაკლებად. აიღეთ რამდენიმე ცალი სტაფილო, ვაშლი და არც თუ ისე დიდი ნაჭერი კოჭა (1-2 სმ) დაჭერით ისინი კუბებად და შეურიეთ ბლენდერში სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტა ყინული ან ცივი წყალი (50 მლ).

6. წვენი ვაშლისგან, კომბოსტოსგან და ლიმონისგან. სასმელი მდიდარია А ვიტამინით, კალციუმით და ფლობს ანტიკანცეროგენულ თვისებებს. ჩაყარეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში და აურიეთ სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. საუზმის ნაცვლად ამ წვენის მიღება დაგეხმარებათ ზედმეტი სანტიმეტრების მოცილებაში წელის მიდამოებში.

7. ფორთოხლის, სტაფილოსა და ჭარხლის წვენი. ფორთოხალი, სტაფილო და ჭარხალი ვიტამინებით სავსე პროდუქტებია. ტკბილი წვენი დაგეხმარებათ წონის დაკლებაში და ტოქსინების გამოდევნაში ორგანიზმიდან. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ ვაშლი, ასე წვენი უფრო სასარგებლო იქნება. მიიღეთ წვენი ყოველ დილით ერთი კვირის განმავლობაში და თქვენ შეამჩნევთ ცვლილებებს.


სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა