ლა ლიგის იანვრის საუკეთესო ფეხბურთელი სტივენ ნ\'ზონზი გახდა
ლა ლიგის იანვრის საუკეთესო ფეხბურთელად "სევილიას" 28 წლის ფრანგი ნახევარმცველი სტივენ ნ\'ზონზი დაასახელეს.
მართალია, ნ\'ზონზის ამ თვეში არც გოლი გაუტანია, არც საგოლე პასი გაუკეთებია, მაგრამ მან უდიდესი წვლილი შეიტანა იმაში, რომ იანვარში "სევილიამ" 4-დან 3 მატჩი მოიგო.
იანვრის საუკეთესო მწვრთნელად ვიგოს "სელტას" თავკაცი ედუარდო ბერიცო დაასახელეს. ბერიცოს გუნდმა იანვარში 4-დან 3 შეხვედრა მოიგო.
წყარო: sportall.ge