რისთვის არის სასარგებლო ცხელი წყალი ლიმონით
1. ერთი ჭიქა ცხელი წყალი ლიმონით აღვიძებს ორგანიზმს. მაშინ, როდესაც თქვენ იღვიძებთ ორგანიზმი ჯერ კიდევ არ არის მზად ახალი დღისთვის. მისი ფრთხილად გაღვიძება შეგიძლიათ ლიმონიანი ცხელი წყლით, ის ზრდის პერისტალტიკას, რაც საშუალებას იძლევა ორგანიზმი გაიწმინდოს-მისცეს სიგნალი ტვინს, რომ გაღვიძების დროა.
2. ერთი ჭიქა ცხელი წყალი ლიმონით აძლიერებს იმუნიტეტს. არავისთვის არის საიდუმლო, რომ ლიმონში შედის ვიტამინი C. ის იცავს ორგანიზმს გაციებისგან და ვირუსებისგან, განსაკუთრებით აქტუალურია ეპიდემიების სეზონისას. ეს არის ბუნებრივი საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ დაავადების დამარცხებაში.
3. ერთი ჭიქა ცხელი წყალი ლიმონით აუმჯობესებს კანის ფერსა და მდგომარეობას. დილით წყლის დალევა უზმოზე საკმარისად ატენიანებს კანს და ეხმარება ტონუსის შენარჩუნებაში. ვიტამინი C, რომელიც შედის ლიმონის წვენში ამცირებს დაზიანებებს კანზე და აშორებს აკნეს.
4. ერთი ჭიქა ცხელი წყალი ლიმონით ხელს უწყობს წონაში დაკლებას. წყლიან ლიმონთან ერთად ორგანიზმიდან გამოდის ყველა ჭარბი სითხე. ამის გაკეთება ღამის შემდეგ ძალიან სასარგებლოა-ეს დაგეხმარებათ იგრძნოთ თავი მსუბუქად და იყოთ მაქსიმალურად პროდუქტიული მთელი დღის განმავლობაში. ასევე ნახევარი ლიტრი ეს სასმელი უზმოზე თუ დალიეთ დააჩქარებს მეტაბოლიზმის პროცესს, რაც დაგეხმარებათ გახდეთ სწრაფად განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე. დიდი რაოდენობით წყალი შიმშილის გრძნობას აქრობს, ამიტომაც დილით აღარ შეჭამთ ორცხობილას და აღარ მოგინდებათ სენდვიჩის ჭამა.
5. ერთი ჭიქა ცხელი წყალი ლიმონით-კიბოს პრევენცია. ონკოლოგიური დაავადებები იშვიათად ჩნდება ორგანიზმში, სადაც მჟავის მაღალი შემცვლობაა. წყალი ლიმონით არის ტუტე, რომელიც ანეიტრალებს მჟავას.
სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი