ნიკა მელიამ უზენაეს სასამართლოსთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნიკა მელიამ უზენაეს სასამართლოსთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მისი თქმით, უზენაეს სასამართლოსთან გამართული აქცია ეძღვნება სოლიდარობას იმ მოსამართლეებისადმი, რომლებიც არიან მიუკერძოებლები და ასევე მედიის თავისუფლების მხარდამჭერას.
„ამის შემხედვარე, მართლა, როდესაც ხელისუფლება არათუ რაიმე რეაგირებას ახორციელებს პირიქით, გამოდის და ოპოზიციური პარტიის რაღაცა ლიდერებს, რომლებიც საერთოდ აღარც არიან ჩართული პოლიტიკაში და არიან ქვეყნის გარეთ იმათ ადანაშაულებენ, თითქოს ისინი ახორციელებენ ზეწოლას. გარდა ამისა, წარმოუდგენელი რამ, ჩვენ სამწუხაროდ, გაგვიჯერდა იმდენად უცნაურ ფაქტებთან გვაქვს შეხება ყოველდღიურ რეჟიმში უკვე ამ ქვეყანაში, რომ გაგვიჯერდა და უკვე აღარ გვაქვს ძალიან ბევრ ადამიანს ქვეყანაში, აღარ უკვირს ამ სისაძაგლის. ეს არის ის, რისკენაც მიისწრაფის ივანიშვილი. კონკრეტული ფაქტი არსებობს, როდესაც კონკრეტულ მოსამართლეს მისცეს ქრთამი, მილიონი ლარის ოდენობით და ნოლი რეაგირება, და პირიქით, აქაც ყოფნით კადნიერება გამოდიან და ამბობენ, რომ ტყუილიაო, არადა დოკუმენტი არსებობს," - განაცხადა ნიკა მელიამ.