მოსამართლეებზე არის მორალური ტერორი "რუსთავი 2"-ის მხრიდან - ზაქარია ქუცნაშვილი
სიტყვის თავისუფლებისა და რუსთავი 2-ის დასაცავად პოლიტიკური პარტიების აქტიურობას მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრები მიესალმებიან. ისინი ამ საკითხის წამოწევას პარლამენტშიც გეგმავენ და მზად არიან პოლიტიკურ ძალებთან კოორდინირებულად ითანამშრომლონ.
უმრავლესობაში კი მიიჩნევენ, რომ თავად რუსთავი 2 ახორციელებს ზეწოლას მოსამართლეებსა და სასამართლო სისტემაზე.
„მართალს ამბობს რუსთავი 2, მოსამართლეებზე ზეწოლა არის მათი მხრიდან, არა თუ ზეწოლა არის მორალური ტერორი რუსთავი 2-ის მხრიდან მოსამართლეებზე, ეს მიდის რამდენიმე წლის განმავლობაში,“- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.