„კანონპროექტში არის რამდენიმე სერიოზული და საფრთხის მომცველი დებულება" - ანა დოლიძე
ე.წ. ფარული მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით კანონმდებლებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დღეს საკუთარ მოსაზრებებს გააცნობენ. ისინი კომიტეტების გარდა, ფრაქციების ფორმატშიც ითხოვენ დეპუტატებთან შეხვედრას. მათ შესაბამისი წერილით ათივე ფრაქციას მიმართეს.
უკვე ცნობილია, რომ ოპოზიცია გეგმავს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებთან შეხვედრას.
ამ დრომდე უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს უმრავლესობა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი უმრავლესობის მიერ შემუშავებული მოდელის საფრთხეებზე საუბრობს.
„კანონპროექტში არის რამდენიმე სერიოზული და საფრთხის მომცველი დებულება, ეს მოიცავს საფრთხეებს კერძო კომპანიებთან, ინფორმაციის დაცულობასთან მიმართებაში,“- განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ.