თეგებით ძიება
10. 02. 2017 News-ები

ამალ და ჯორჯ კლუნებმა დაადასტურეს ინფორმაცია, რომ ტყუპებს ელოდებიან

მას შემდეგ, რაც გამოჩნდა ფეხმძიმე ამალ კლუნის ფოტო, ჟურნალისტები ცდილობენ გაარკვიონ ცნობილი წყვილის ცხოვრების ახალ პერიოდის დეტალები, და ვიღაცამ პრესაში მოახერხა ამის გარკვევა.

დღეს მსოფლიო მედიამ გამოაქვეყნა ახალი მტკიცებულება იმისა, რომ ჯორჯ კლუნი გახდება ტყუპების მამა. შოუ The Talk-ის წამყვანმა ჯული ჩენმა განაცხადა:

\'\'ვულოცავთ ჯორჯ და ამელ კლუნს! ჩვენ მივიღეთ იმის დასტური, რომ 55 წლის მსახიობი და 39 წლის მისი მეუღლე ელოდებიან ტყუპებს. გვინდა გაცნობოთ ის რომ ბავშვები ივნისში დაიბადებიან.\'\'

ადრე ერთ-ერთ ინტერვიუში ჰოლივუდის მსახიობი გამოტყდა, რომ ამალთან შეხვედრამ ბევრი რამ შეცვალა მის ცხოვრებაში. ისინი ორივე ცდილობდნენ, რომ არ დაშორებულიყვნენ ერთმანეთს დიდი ხნის განმავლობაში, რომ მათი ქორწინება ყოფილიყო ბედნიერი და მტკიცე. რამდენიმე დღის წინ წყაროები ამბობდნენ, რომ სიახლე ვაჟისა და გოონას დაბადების შესახებ მათთვის მოულოდნელი იყო;

\'\'როდესაც ჯორჯმა და ამალმა გაიგეს, რომ ტყუპები შეეძინებოდათ, იყვნენ ძალიან გაკვირვებულნი და ცოტა შეშინებულნიც, რადგან ორივე თვლიდა, რომ ერთი ბავშვი ეყოლებოდათ. რამდენიმე თვე ამას არ იჯერებდნენ. ახლა ისინი ძალიან ბედნიერები არიან.\'\'

ამალ და ჯორჯ კლუნებმა დაადასტურეს ინფორმაცია, რომ ტყუპებს ელოდებიან

ამალ და ჯორჯ კლუნებმა დაადასტურეს ინფორმაცია, რომ ტყუპებს ელოდებიან


სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა