5 შეცდომა რომელიც თქვენ ქალიშვილს ცხოვრებას უნგრევს
1. პირველი და ყველაზე სერიოზული შეცდომა ის არის, რომ მრავალი დედა და ბებია ცდილობს დაუპროგრამოს გოგონას ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მათ მოსწონთ, "შენ უნდა იყო ნაზი\'\', \'\'შენ უნდა იყო მორჩილი\'\', \'\'შენ უნდა ისწავლო როგორ უნდა ილაპარაკო\'\'. ამით გოგონას უყალიბდება მცდარი აზროვნება. ჯობს თქვენ ქალიშვილს სხვანაირად მიმართოთ და უთხრათ: "მოდი ერთად მოვამზადოთ წვნიანი\'\', \'\'ერთად შევარჩიოთ შენთვის ვარცხნილობა\'\'. ასე თქვენი ქალიშვილი ყველაფერს ადვილად შეისწავლის და ეცდება მოგბაძოთ.
2. მამის უარყოფითი იმიჯის შექმნა. არ აქვს მნიშვნელობა მამა მონაწილეობს ბავშვების აღზრდაში თუ არა, ის არ უნდა იქცეს დემონად. არ შეიძლება უთხრათ ბავშვს, რომ ის მამას გავს თავისი ცუდი ქცევით.
3. მესამე შეცდომა ფიზიკური დასჯაა. რა თქმა უნდა, ცემა არ შეიძლება არც ერთი ბავშვის, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ გოგონები უფრო მეტ ტრამვას იღებენ ფიზიკური დასჯისგან. გოგონა თვითშეფასების უნარს კარგავს და ის ეჩვევა დამცირების ობიექტის რანგში ყოფნას. მაგრამ თუ ფიზიკური დასჯა მამის მხრიდან მოდის ის აირჩევს აგრესორ პარტნიორს.
4. მეოთხე შეცდომა. ქალიშვილი არ უნდა გაზარდოთ ამ სიტვებით: \'\'შენ ხარ ყველაზე ლამაზი\'\', \'\'ყველაზე საყვარელი\'\', \'\'ყველაზე ჭკვიანი\'\' და ა.შ. ეს უკარგავს მას ნორმალური თვითშეფასების უნარს.
5. არ შეიძლება მშობლებმა ჩხუბი დაიწყონ ბავშვების თანდასწრებით. ბავშვმა ეს არ უნდა ნახო. და თუ ეს მოხდა ორივე მშობელმა მას პატიება უნდა სთხოვოს და აუხსნან, რომ მათ შეცდომა დაუშვეს და უკვე შერიგდნენ და რაც მთავარია-ბავშვი აქ არაფერ შუაშია.
სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი