თეგებით ძიება
10. 02. 2017 News-ები

San Jose Mercury News: ზაზა ფაჩულიას დაბრუნება გადაიდება

San Jose Mercury News-ის ჟურნალისტი ჯიმი დარკინი ამტკიცებს, რომ ზაზა ფაჩულია დიდი ალბათობით, ვერ გაჰყვება "გოლდენ სტეიტს" სამმატჩიან საგარეო ტურნეზე, რომელიც 11 თებერვალს (საქართველოს დროით) იწყება მემფისში.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ცენტრმა მხარი დაიზიანა, რის გამოც უკვე გამოტოვა ზედიზედ ოთხი მატჩი. თუ მართლაც ასე მოხდა, ზაზა მოედანს 16 თებერვლამდე (ჩვენი დროით) ვერ დაუბრუნდება, როცა "გოლდენ სტეიტი" "საკრამენტოს" უმასპინძლებს. "საკრამენტოსთან" მატჩი "ოლ სტარის" უქმეებამდე უკანასკნელი თამაშია "გოლდენ სტეიტის" კალენდარში.

არც ის არის გამორიცხული, რომ "უორიორსის" მწვრთნელმა ზაზა სულაც "ოლ სტარის" უქმეების შემდეგ დააბრუნოს მოედანზე.
წყარო: sportall.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა