თეგებით ძიება
11. 02. 2017 News-ები

ISIS-ის მებრძოლებმა სირიის ქალაქ ელ ბაბში 40 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა სირიის ქალაქ ელ ბაბში 40 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.

გავრცელებული ცნობით, ისინი სიკვდილით ტყვედ აყვანის შემდეგ დასაჯეს.

რადიკალი ისლამისტები ქალაქ ელ ბაბში სირიის სამთავრობო ძალებსა და ამბოხებულებს, რომლებსაც თურქი სამხედროებიც უჭერენ მხარს, ფაქტობრივად ალყაში ჰყავთ მოქცეული. სამთავრობო ძალები ქალაქს დასავლეთიდან და სამხრეთიდან უტევენ, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ რაიონებში კი საბრძოლო მოქმედებებს ოპოზიციური ჯგუფები აწარმოებენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა