თეგებით ძიება
11. 02. 2017 News-ები

რა ვაჩუქოთ ვალენტინობის დღეს შეყვარებულს

1. ჩარჩო ფოტოსთვის
ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ეს ბანალურია. ჩვენ შეგვიძლია ვიკამათოთ, რადგან უფრო მეტი ფოტოს შენახვა შეგვიძლია პლანშეტში, მობილურში, კომპიუტერში, მაგრამ კარგი იქნება თუ საყვარელ ფოტოს გამოსაჩენ ადგილას დავდებთ. აარჩიეთ ყველაზე საუკეთესო კადრი და მოათავსეთ იგი ორიგინალურ ჩარჩოში. შეგიძლიათ ჩარჩო თქვენი ხელითაც გააკეთოთ.

2. ქოლგა
სიყვარული-ეს არის გრძნობა, რომელიც მუდმივად გინდათ გაუზიაროთ თქვენს შეყვარებულს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის გრძნობდეს თქვენს სიყვარულს და მზრუნველობას ყველგან და ყოველთვის. აჩუქეთ თქვენს პარტნიორს ქოლგა, რომელიც დაიცავს მას ცუდი ამინდისგან.

3. დღიური
თუ თქვენ რჩეულს ჯერ კიდევ არ დაუწყია დღიურის წარმოება, მაშინ აჩუქეთ ის მას, მით უმეტეს, რომ ახალი წელი სულ ახლახან დაიწყო.

4. სამკაულები
ვალენტინობის დღისთვის სამკაულის ჩუქება აქტუალურია, როგორც არასდროს. ბეჭედი, საყურეები, სამაჯური, საათი, ყელსაბამი მშვენიერი საჩუქარი იქნება საყვარელი ადამიანისთვის.


სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა