სროლა ოზურგეთის რაიონში - დაჭრილია 40 მამაკაცი
სროლა ოზურგეთის რაიონში - სოფელ დვაბზუში დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით 40 წლის მამაკაცი დაჭრეს.
დაშავებული, რომლის ვინაობა ადგილობრივებისთვის უცნობია, მრავლობითი ჭრილობებით ოზურგეთის კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების განცხადებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.