თეგებით ძიება
13. 02. 2017 News-ები

როგორ შევარჩიოთ სწორად სუნამო: რჩევები და წესები

1. თავისა და კისრის ტკივილი. სამწუხაროდ, შემადგენლობის წაკითხვა და გაცნობა ეტიკეტზე ვერ დაგვეხმარება ჩვენ რა სახის კომპონენტმა შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი. ამიტომაც ჩაატარეთ ტესტი: სუნამო მიისხურეთ კისერზე. თუ რამდენიმე საათში თქვენ იგრძნობთ, რომ თავი ან კისერი გტკივათ, უარი თქვით არჩეულ არომატზე. ასეთი სახით თქვენი ორგანიზმი გეუბნებათ, რომ სუნამოს რამდენიმე კომპონენტი მას არ მოსწონს.

2. გაღიზიანება. როგორც ცნობილია არომატი დიდი გავლენას ახდენს ადამიანზე. არის შემთხვევები, როდესაც რაღაც დროის გასვლის შემდეგ რადიკალურად იცვლება განწყობა და ვღიზიანდებით.

3. დისკომფორტი. სპეციალისტების აზრით, იდეალური სუნამო არის ის რომელის გამოყენებიდან ცოტა დროის გასვლის შემდეგ, თქვენ ვეღარ გრძნობთ მის სურნელს. ჩვენი ცხვირი ძალიან სწრაფად ეჩვევა სხვადასხვა არომატს. მაგრამ როდესაც ეს არ ხდება, პარფიუმი იწვევს მხოლოდ გაღიზიანებას. ეს არის ერთ-ერთი ნიშანი იმისა, რომ ეს არომატი თქვენი არ არის.

4. ცემინება. თქვენ გაცემინებთ პარფიუმის ყოველი გამოყენების შემდეგ? ეს მიუთითებს იმაზე, რომ სუნამოს რაღაც კომპონენტი იწვევს ალერგიულ რეაქციებს.

5. გაითვალისწინეთ თქვენი ჩაცმულობა. თუ თქვენ სპორტული სტილი მოგწონთ, მაშინ არ ღირს ძალიან ნაზი სუნამოს გამოყენება. ან მაშინ, როდესაც გაცვიათ ღია ფერის კაბა და იყენებთ მძაფრ სუნამოს ის უფრო ფორმალურ ატმოსფეროს შეესაბამება. ამიტომაც სუნამოს შერჩევისას გაითვალისწინეთ თ ქვენი ჩაცმულობის სტილი.

6. წელიწადის დრო. დისჰარმონიის გრძნობა მაშინაც შეიძლება გაჩნდეს თუ თქვენი შერჩეული არომატი არ შეესაბამება წელიწადის დროს. ზაფხულში უმჯობესია აირჩიოთ ციტრუსის, ზღვის არომატი, ზამთარში კი გამოიყენეთ ყვავილების არომატით შექმნილი სუნამო.

სპეციალურად: GOGA.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა