თეგებით ძიება
13. 02. 2017 News-ები

ქართული ნიჭის მორიგი აღიარება ლას-ვეგასში

8 თებერვალს, ლას- ვეგასში ბავშვთა საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი "Golden Dream" ჩატარდა, სადაც შვიდი მიწვეული ჟიურის წევრიდან, ერთ-ერთი ამერიკაში მცხოვრები საერთაშორისო ჟიურის წევრი, "პრაგმა ჯგუფის" დამაარსებელი და ბავშვთა საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის "ბათუმის მარგალიტი" დირექტორი, ქალბატონი თამრიკო ღოღობერიძე გახლდათ. იგი პირველი ქართველია, რომელიც ამ ფესტივალის ჟიურიში მიიწვიეს. კონკურსი "Golden Dream" სხვადასხვა ნომინაციების და ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით ნაწილდება. ქალბატონი თამრიკოს მიერ წარდგენილმა თათია ხორგუაშვილმა და მარიამ გოდერძიშვილმა იქ მყოფთა ყურადღება და აღფრთოვანება დაიმსახურეს და საბოლოოდ, დაჯილდოვების ცერემონიალზე თათიამ გრანპრი, ხოლო მარიამმა პირველი საპრიზო ადგილი მიიღო.
Goga.tv ქალბატონ თამრიკოს დაუკავშირდა და ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვით მიმართა:

რომელ ასაკობრივ კატეგორიაში მიიღეს თქვენს მიერ წარდგენილმა ბავშვებმა პრიზები?
თათია ხორგუაშვილი 15 წლის, ხოლო მარიამ გოდერძიშვილი 12 წლის ბავშვების ასაკობრივ კატეგორიაში მღეროდნენ.

რამდენი სიმღერა შესრულდა თითოეულის მიერ?
გოგონები ორი სიმღერით გამოვიდნენ.

კიდევ თუ იგეგმება მსგავსი ტიპის დიდი ღონისძიება, სადაც ქართველი ბავშვები მიიღებენ მონაწილეობას?
1-5 აგვისტოს, ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალი "ბათუმის მარგალიტი" ამჯერად უკვე ნიუ-იორკში გადმოინაცვლებს, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ლატვიის, ლიტვის, იტალიის, ესპანეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, ბელორუსიის, მაკედონიის, თურქეთის, ამერიკის და რაც მთავარია, საქართველოს არაჩვეულებრივი ბავშვები.

როგორი იქნება ასაკობრივი ზღვარი?
ყველას, ვისაც აქვს ვოკალური მონაცემები და არის 5-დან 24 წლამდე, შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ფესტივალში.

ქართული ნიჭის მორიგი აღიარება ლას-ვეგასში

ქართული ნიჭის მორიგი აღიარება ლას-ვეგასში


ავტორი: ქეთი იმერლიშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა