13 თებერვალს თბილისში, ვაგზლის მოედანზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 13 თებერვალს თბილისში, ვაგზლის მოედანზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მომხდარი მკვლელობა გახსნა.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 2000 წელს დაბადებული გ.ქ. დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 2001 წელს დაბადებულ გ.ს.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.