თეგებით ძიება
15. 02. 2017 News-ები

დეპრესია დღესასწაულების შემდეგ: როგორ დავაღწიოთ თავი

1. დეპრესია დღესასწაულების შემდეგ იწყება სტრესის გამო. სანამ დღესასწაული დაიწყება თქვენ უამრავი საზრუნავი გაქვთ, აარჩიოთ, იყიდოთ, მოამზადოთ, მოიწვიოთ სტუმრები და ერთად შეკრიბოთ. ეს კი ნამდვილი სტრესია ორგანიზმისთვის, რადგან დღესასწაულის მომზადებისთვის თქვენ ხარჯავთ მთელ ძალას, ენერგიას, დროს, ფულს. როდესაც თქვენს ბიუჯეტს მართავთ და აღმოაჩენთ, რომ არასაკმარისია, უნებლიედ დეპრესიაში ვარდებით. იმისთვის, რათა ეს თავიდან აიცილოთ ეცადეთ ყველაფერი დაგეგმოთ ადრევე და შესაძლებლობისამებრ გადადოთ გარკვეული თანხა ამ მიზნებისთვის.

2. დეპრესია დღესასწაულების შემდეგ გამოწვეულია დაღლილობით. ორგანიზაციის და მომზადების დროს თქვენ შესაძლოა ვერ გათვალოთ თქვენი ძალები. შემდეგ გეკვეთებათ ფეხი დაღლილობისა და უძილობისგან. ეს კი პირდაპირი გზაა ფიზიკური აქტივობის დაქვეითებისა და იმუნური სისტემის დასუსტებისკენ. ამ დროს დღესასწაულისთვის აღარ გცალიათ. დეპრესია და ცუდი განწყობა ყველაფრის სურვილს გიკარგავთ. რჩევა მარტივია: შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები და დაიხმარეთ თანაშემწეები.

3. დეპრესია დღესასწაულების შემდეგ გამოწვეულია იმედგაცრუებით. ამდენ ხანს ელოდით, ემზადებოდით, ხოლო სადღესასწაულო დღეები გაქრნენ ისე, რომ ვერ დატოვეს თქვენზე შთაბეჭდილება, ემოციები, საჩუქრები. როგორ შეიძლება დავამარცხოთ აპათია? რთულია, მაგრამ შესაძლებელია. საქმე ის არის, რომ ხშირად სადღესასწაულო განწყობის შექმნას სხვებისგან ველოდებით. იყავით თქვენ თვითონ ამ ყველაფრის რეჟისორი, შექმენით ის თქვენი ხელით.

4. დეპრესია დღესასწაულების შემდეგ გამოწვეულია მარტოობით. დეპრესიის ახსნა დღესასწაულის შემდეგ მარტივია, ამაში დამნაშავე მარტოობაა. იმის ფონზე, რომ სხვები მეგობრებთან, ოჯახთან, საყვარელ ადამიანებთან ატარებენ დღესასწაულებს, მარტოხელა ადამიანი ხშირად ამას ძალიან განიცდის. თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გიპოვიათ თქვენი მეორე ნახევარი, ეცადეთ დღესასწაულის დროს იპოვოთ კარგი, პოზიტიური კოლექტივი იმისთვის, რათა შეიგრძნოთ დღესასწაულის მთელი ხიბლი.

5. დეპრესია დღესასწაულების შემდეგ გამოწვეულია ოჯახში დაპირისპირების გამო. მონეტის მეორე მხარე. რაც დიდი ხნის შემდეგ პირველად შეხვდებით ახლობლებს ეიფორიის შემდეგ ჩნდება კონფლიქტები, დავა, უთანხმოება ახლობლებთან. აქედან კი დეპრესია არც ისე შორსაა. მაგრამ არ ღირს გაბრაზება. რადგან დღესასწაულები ჩვენს ცხოვრებაში არც ისე ხშირადაა იმისთვის, რათა დავხარჯოთ ძვირფასი დრო. დააფასეთ, რომ ისინი თქვენ გყავთ.


სპეციალურად: GOGA.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა