თეგებით ძიება
15. 02. 2017 News-ები

ნიტა ლომიძე: "არ ვიცი, როგორ მოახერხა, მაგრამ ცეკვა დედამ შემაყვარა"

Goga.tv-ის სტუმარია ყველასთვის საყვარელი, პროექტის "შენ შეგიძლია ცეკვა" გამარჯვებული, 13 წლის მოცეკვავე ნიტა ლომიძე.

1. ნიტა, პროექტის "შენ შეგიძლია ცეკვა" გამარჯვებული ხარ. ელოდებოდი ასეთ შედეგს?
დიდი სიამოვნება იყო ამ პროექტში მონაწილეობის მიღება, თუმცა გამარჯვებას არ ველოდი. ახლაც, რომ ვიხსენებ, ძალიან მიხარია. დიდი მადლობა ჩემს გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის. სიტყვები არ მყოფნის, რომ ჩემი ემოცია გამოვხატო.

2. ვის ეკუთვნოდა იდეა, რომ ასეთ პროექტში გამოგეცადა თავი?
სულ მინდოდა ასეთ პროექტში მიმეღო მონაწილეობა. მშობლები არაფერს მეუბნებოდნენ "შენ შეგიძლია ცეკვის" შესახებ და როცა თავად შევიტყვე მასზე, დიდ ხანს ვარწმუნებდი დედ-მამას, რომ შევძლებდი მონაწილეობას. ბოლოს, ასე მოვხვდი იქ.

3. დედა, ქალბატონი თეა გობეჯიშვილი ცნობილი ქორეოგრაფია. როგორ გეხმარებოდა პროექტში მონაწილეობის დროს?
დედა ძალიან დამეხმარა. ყოველთვის მეუბნებოდა შეცდომების შესახებ და მამხნევებდა. ორი ცეკვა მან დამიდგა- სოლო და ჯგუფური. მან სოლო ცეკვაზე მაქსიმუმი გამაკეთებინა, რამაც ჩემი აზრით ძალიან იმოქმედა ჟიურიზე. მადლობა მას ასეთი დახმარებისთვის.

4. ცეკვა ვინ შეგაყვარა?
არ ვიცი როგორ მოახერხა, მაგრამ ცეკვა დედამ შემაყვარა.

5. მკაცრი მშობლები არიან თეა გობეჯიშვილი და ნიკა ლომიძე?
დედა, მამასთან შედარებით უფრო მკაცრია, განსაკუთრებით - ცეკვის მხრივ. ისე, არც ისე მკაცრი მშობლები არიან.

6. თავისუფალ დროს რას აკეთებ?
თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მრჩება, მაგრამ თუ მაქვს, მაშინ ვკითხულობ, ვკერავ, ფილმებს და ცეკვებს ვუყურებ ან მუსიკას ვუსმენ.

7. ხალხი ადრეც გცნობდა ფილმებიდან და სპექტაკლებიდან, მაგრამ პროექტში გამარჯვების შემდეგ კიდევ უფრო პოპულარული გახდი. დამღლელი ხომ არ არის ეს ყველაფერი 13 წლის ბავშვისთვის?
პოპულარობა ძალიან კარგია. ქუჩაში მცნობენ, კომპლიმენტებს მეუბნებიან, რაც ძალიან მსიამოვნებს, მაგრამ ისიც ვიცი, რომ თავში არ უნდა ამივარდეს და ამას ვაკონტროლებ.

8. საინტერესოა, რას აპირებს სამომავლოდ ნიტა ლომიძე
ზუსტად არ ვიცი, რას გავაკეთებ მომავალში, მაგრამ იმედი მაქვს, საზღვარგარეთ წავალ და უფრო კარგად შევისწავლი სხვადასხვა სტილის ცეკვებს. ალბათ, ამერიკასაც ვესტუმრები და ცოტა ხანს დავრჩები იქ სასწავლებლად. მინდა, სხვადასხვა პროექტებში მივიღო მონაწილეობა და დიდი იმედი მაქვს, ეს ყველაფერი ამიხდება.

ნიტა ლომიძე: "არ ვიცი, როგორ მოახერხა, მაგრამ ცეკვა დედამ შემაყვარა"

ნიტა ლომიძე: "არ ვიცი, როგორ მოახერხა, მაგრამ ცეკვა დედამ შემაყვარა"

ნიტა ლომიძე: "არ ვიცი, როგორ მოახერხა, მაგრამ ცეკვა დედამ შემაყვარა"


ავტორი: ქეთი იმერლიშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა