ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: მადრიდის "რეალმა" "ნაპოლი" დაამარცხა
15 თებერვალს მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალური მატჩში "ნაპოლის" უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
ანგარიში ლორენცე ინსინიემ მე-8 წუთზე გახსნა. "სამეფო კლუბმა" გათანაბრება 10 წუთში ქარიმ ბენზემას გოლის წყალობით შეძლო. მეორე ტაიმში კი ტონი კროოსმა მასპინძლები დააწინაურა. 54-ე წუთზე კი კაზემირომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 7 მარტს იტალიაში გაიმართება.
წყარო: sportall.ge