პროკურატურაში პატრიარქის ან სხვა მაღალი რანგის სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობას უარყოფენ
პროკურატურაში უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ე.წ. ციანიდის საქმე პატრიარქს ან რომელიმე მაღალი რანგის სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობას უკავშირდებოდა. რუსთავი 2-თან საუბრისას პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ნათია სუხიაშვილმა განაცხადა, რომ საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩატარდა, მთავარი პროკურორის მხრიდან არ ყოფილა საუბარი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობაზე და მისთვის გაუგებარია, რაზე დაყრდნობით გააკეთეს პოლიტიკოსებმა მსგავსი განცხადებები.