იანუ რივზმა თქვა, რომ ვერასდროს გახდება მამა: \'\'ძალიან გვიანია\'\'
კიანუ რივზი გახდა Esquire-ის მარტის ნომრის გმირი, რომელმაც მიუძღვნა მსახიობს ჟურნალის გარეკანი, ფოტოსესია და დიდი ინტერვიუ. ჟურნალისტმა ჰოლივუდის ვარსკვლავს ჰკითხა თავის გეგმებზე ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით, რაზეც მიიღო გულწრფელი პასუხი:
\'\'ძალიან გვიანია. ყველაფერი დასრულდა. მე ვარ 52 წლის და არ ვაპირებ მამობას\'\'
-განაცხადა მსახიობმა.
ინტერვიუერმა მას მაგალითები მოუყვანა იმისა, რომ მშობელი შეიძლება გახდე ნებისმიერ ასაკში: 73 წლის მიკ ჯაგერი, რომელსაც ბალერინა მელანი ჰემრიკმა გაუჩინა ვაჟი 2016 წლის დეკემბერში. თუმცა ამ არგუმენტებმა ვერ გადაარწმუნა რივზი.
შეგახსენებთ, კიანუ არასდროს ყოფილა დაქორწინებული, 1999 წლის დეკემბერში მას და მის შეყვარებულს, მსახიობ ჯენიფერ საიმს, შეეძინათ მკვდრადშობილი ქალიშვილი ავა. ერთი წლის შემდეგ საიმსი დაიღუპა ავტოკატასტროფაში ლოს-ანჯელესში.
სპეციალურად: GOGA.TV - სთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი