თეგებით ძიება
http://www.facebook.com/video/embed?video_id=1388591687872434
16. 02. 2017 News-ები

საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვაზე იმსჯელეს

საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე კონტრასიგნაციის საკითხს განიხილავდნენ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს შესაძლოა შეწყალების, კანონზე ვეტოს დადების და ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების უფლებამოსილებაზე პრემიერის თანხმობა დასჭირდეს.

ახალი ინიციატივის მიხედვით, პრეზიდენტს კონტრასიგნაციის გარეშე მხოლოდ - არჩევნებში გამარჯვებული პარტიის პრემიერობის კანდიდატის წარდგენის, პარლამენტის დათხოვნის და საკუთარი ადმინისტრაციის თანამშრომლების დანიშვნის უფლებამოსილება რჩება.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას მიზანმიმართულად ცდილობს. მმართველ გუნდში კი ქვეყნის პირველი პირის უფლებების განსაზღვრა მხოლოდ საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელით სურთ.

პრეზიდენტის უფლებების შეკვეცის ჩამონათვალშია უშიშროების საბჭოს გაუქმების საკითხიც. მმართველი გუნდის ინიციტივით უნდა შეიქმნას თავდაცვის საბჭო, რომელიც, სავარაუდოდ, თავდაცვის სამინისტროს ან პრემიერს დაექვემდებარება. პრეზიდენტს მისი მოწვევა მხოლოდ ომის ან საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში შეეძლება.

ოპოზიცია უშიშროების საბჭოს გაუქმების იდეას ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს უკავშირებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა