მამა გიორგი მამალაძის გათავისუფლება პატრიარქის საქართველოში ჩამოსვლისთანავე უნდა მოხდეს
ჭყონდიდის მიტროპოლიტი ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. მამა გიორგი მამალაძის უდანაშაულობის შესახებ მეუფე პეტრემ ბრალდებულ სასულიერო შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მიტროპოლიტი ე.წ. მატროსოვის ციხეში იმყოფებოდა.
როგორც დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მეუფე პეტრემ განაცხადა, ის დეკანოზის უდანაშაულობაში დარწმუნებულია.
მეუფე პეტრე ამბობს, რომ მამა გიორგი მამალაძის გათავისუფლება პატრიარქის საქართველოში ჩამოსვლისთანავე უნდა მოხდეს.