დეკანოზი იმ კლინიკაში, სადაც საქართველოს პატრიარქი იმყოფებოდა საწამლავით მიდიოდა - ზვიად ძიძიგური
უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებას ეხმაურება. ძიძიგურმა დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ დეკანოზი იმ კლინიკაში, სადაც საქართველოს პატრიარქი იმყოფებოდა საწამლავით მიდიოდა.
„საწამლავიანი კაცი მიდიოდა იმ კლინიკაში, სადაც პატრიარქი იყო და იგეგმებოდა რაღაცა სერიოზული დანაშაული. ამაზე არის ლაპარაკი და ეს როგორ იყო და კონკრეტულად რა ავიცილეთ თავიდან და როგორ, ამას როცა დამთავრდება გამოძიება ყველა შევიტყობთ.