სილამაზის 4 საშუალება იმისთვის, რათა გაზაფხულისთვის მოვემზადოთ
1.დაღლილი თვალებიდან ყურადღების გადატანა შეგიძლიათ ნათელი ფერის ტუჩსაცხის გამოყენებით. აირჩიეთ წვნიანი ნათელი პალიტრა ტუჩებისთვის: ასე თქვენ ორ კურდღელს დაიჭერთ: დაიცავთ ნაზ კანს გამოშრობისგან, ხოლო ნათელი ფერები დაგავიწყებთ ნაცრისფერი ზამთრის დღეებს.
2. ფრთხილად იყავით ღამის კრემთან. ამ საშუალების არასწორი შერჩევა ან მისი დიდი რაოდენობა კანზე გამოწვევს დილით შეშუპებას. თუ თქვენი კანი მიდრეკილია ასეთი პრობლემისკენ, ცხიმიანი მკვებავი საშუალება ჩაანაცვლეთ მსუბუქი ტექსტურის კრემით.
3. იმისთვის, რათა თავიდან ავიცილოთ კანის გაღიზიანება და ანთება გლობალური ავიტამინოზის დროს, არ შეიძლება სახეზე ფხვნილის დაყრა.
4. გახსოვდეთ, რომ ყველა ფერი არ არის კარგი დილით სახისთვის. მაგალითად ნაცრისფერი და მუქი ყავისფერი ისევე, როგორც შავი ჩრდილები ჯობს საერთოდ არ გამოიყენოთ. ისინი დაღლილობის შესახედაობას გაძლევენ.
სპეციალურად: GOGA.TV - სთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი