ანჯელინა ჯოლი ბავშვებთან ერთად დაესწრო პრეს-კონფერენციას კამბოჯაში
როგორც ჩანს, ანჯელინა ჯოლი იწყებს ახალ ცხოვრებას ბრედ პიტთან სკანდალური განქორწინების შემდეგ. მსახიობი დაუბრუნდა საზოგადოებას და განქორწინების შემდეგ პირველად გამოჩნდა ოფიციალურ ღონისძიებაზე.
ანჯელინა დაესწრო პრეს-კონფერენციას, რომელიც თავისი ახალი ფილმის \'\'First They Killed My Father: A Daughter of Cambodia Remembers\'\' გამოსვლას მიეძღვნა. ღონისძიება გაიმართა ქალაქ სიემრეაპში, კამბოჯის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.
კონფერენციაზე ჯოლი გამოჩნდა შავი კაბითა და შავი ფეხსაცმლით. მსახიობი გამოიყურებოდა მხიარულად და ჟურნალისტებს უღიმოდა.
სპეციალურად: GOGA.TV - სთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი