თეგებით ძიება
18. 02. 2017 News-ები

ლა ლიგა. XXIII ტური: ბეილი დაბრუნდა და გაიტანა

18 თებერვალს ესპანეთის ლა ლიგის 23-ე ტურის 4 შეხვედრა გაიმართა.

მადრიდის "ატლეტიკომ" სტუმრად 4:1 გაანადგურა ხიხონის "სპორტინგი", ხოლო შეცვლაზე შესულმა კევინ გამეირომ ხუთ წუთში შეძლო ჰეთ თრიკის შესრულება. ხუთივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა.

მადრიდის "რეალს" გარეთ ბეილი დაუბრუნდა და მანაც მატჩის
მიწურულს გაიტანა, მანამდე კი ანგარიში პირველ ტაიმში გაიხსნა, "ესპანიოლის" კარი ალვარო მორატამ თავურით დალაშქრა. ორივე შემთხვევაში საგოლე პასის ავტორი ისკო იყო.

აღსანიშნავია, რომ ზინედინ ზიდანის გუნდმა ზედიზედ 42 მატჩში გაიტანა გოლი, რაც "სამეფო კლუბის" ახალი რეკორდია.

მოიგო "სევილიამაც", რომელმაც შინ "ეიბარი" დაამარცხა - 2:0. პაბლო სარაბიას და ვიტოლოს, ორივეჯერ სტევან იოვეტიჩმა გაატანინა.

შაბათი. 18 თებერვალი
სპორტინგი-ატლეტიკო 1:4
გოლები: 0:1 ფერეირა-კარასკო (46), 1:1 ს. ალვარესი (49), 1:2 გამეირო (80), 1:3 გამეირო (81), 1:4 გამეირო (85)

რეალი-ესპანიოლი 2:0
გოლები: 1:0 მორატა (33), 2:0 ბეილი (83)

დეპორტივო-ალავესი 0:1
გოლი: 0:1 მ. გარსია (68-პენ)

სევილია-ეიბარი 2:0
გოლები: 1:0 სარაბია (30), 2:0 ვიტოლო (91)

პარასკევი. 17 თებერვალი
გრანადა-ბეტისი 4:1

კვირა. 19 თებერვალი
სოსიედადი-ვილიარეალი 15:00
ვალენსია-ბილბაო 19:15
სელტა-ოსასუნა 21:30
ბარსელონა-ლეგანესი 23:45

ორშაბათი. 20 თებერვალი
მალაგა-ლას პალმასი 23:45

1. რეალი - 52 ქულა; 2. სევილია - 49; 3. ბარსელონა - 48; 4. ატლეტიკო - 45; 5. რეალ სოსიედადი - 41.
წყარო: sportall.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა